უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ივლისი, 2017 18:20
font-size

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების შედეგები ცნობილია

27 ივლისს განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო - სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო, უნგრული და ფრანგული პროგრამების შედეგების შესახებ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრესკონფერენციას ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე და საკონკურსო კომისიის წევრები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი ტერი ბიურტე და უნგრეთის ელჩის მოადგილე სილვია პეტო ესწრებოდნენ.

წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტუდენტების მეოთხე თაობა შეარჩია, ვისაც საშუალება მიეცემა როგორც სახელმწოფო დაფინანსების, ასევე საერთაშორისო სასტიპენდიო პარტნიორობის სქემების ფარგლებში სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მოიპოვონ საზღვარგარეთ. 2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრი 200-ზე მეტ სტუდენტს მისცემს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობას. 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. 20-მდე სტუდენტი საფრანგეთისა და საქართველოს სახელმწიფო ხელშეკრულების სასტიპენდიო პროგრამით, 12 სტუდენტი ამერიკა-საქართველოს ფულბრაითის პროგრამის თანადაფინანსებით, ხოლო 80 სტუდენტი უნგრეთის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების ამოცანაა კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობისა და საუნივერსიტეტო სწავლებაში, კვლევაში, აკადემიური სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროექტებში მონაწილეობის მიზნით.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.

დაფინანსებული პირები იღებენ ვალდებულებას:

სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინონ აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;.

დაბრუნდნენ საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩნენ ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდნენ საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში;
ცენტრის შეთავაზებით ითანამშრომლონ საქართველოში შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.

გრანტი გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საკონკურსო კომისია, რომელშიც არასამთავრობო სექტორის, საჯარო უწყებების და პარტნიორი საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, ცენტრის კურსდამთავრებულები შედიოდნენ.

კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონულ სისტემის მეშვეობით.

წელს შერჩეული ბენეფიციარები მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ ქვეყნებში ისწავლიან: აშშ, უნგრეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, იტალია, ესტონეთი, დანია, ესპანეთი, გერმანია, ჩეხეთი, კანადა, ნორვეგია, შვეიცარია.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 - 17 წლებში 500-მდე სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მოღვაწეობს შესაბიმის სფეროში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი