უკან
კომენტარი
23 დეკემბერი, 2017 14:11
განათლების სამინისტრო ყველა საჯარო თუ კერძო ბაღის მიმართ მიდგომას არ შეცვლის - ლია გიგაური
პრემიერის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის ნაწილისთვის საბავშვო ბაგა-ბაღები შესაძლოა ფასიანი გახდეს, განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ეხმაურება.
მისი თქმით, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, განათლების სამინისტრო მიდგომას არ შეცვლის და მის პასუხისმგებლობაში არსებულ კომპონენტს ყველა საჯარო და კერძო ბაღს კვლავ თანაბრად მიაწვდის.
,,შეკითხვა უფრო მეტად ალბათ მუნიციპალიტეტებს ეკუთვნით. ჩვენი მხრიდან არანაირი განსხვავება არ იქნება საბავშვო ბაღი იქნება საჯარო თუ კერძო. ჩვენ თანაბრად მივაწვდით, როგორც მხარდამჭერ სერვისებს, ეს იქნება სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციები და კონსულტაციები, ასევე ის რესურსები, რომელიც მომზადდება თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის”, - განაცხადა გიგაურმა.
ნინო ექვთიმიშვილი