უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 მაისი, 2018 12:15
font-size

განგაშის ზარებია შემოსაკრავი - ეკა ბესელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად გარდაცვალების ფაქტებზე

განგაშის ზარებია შემოსაკრავი - ახალი ტიპის სიმპტომები სხვა ტიპის რეაგირების საფუძველს იძლევა, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად გარდაცვალების ფაქტებს.

,,ბოლო დღეებია თანმიმდევრობით ვისმენთ ტრაგიკულ ისტორიებს. ეს სიგნალი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან აქვს შეხება. მით უფრო, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ისეთი ნივთიერებების შემოტანას, რომელიც აქამდე არ იყო ბრუნვაში და არის სხვა ტიპის კომბინაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბუნებრივია, ამ მხრივ საჭიროა გამკაცრება რეაგირების თვალსაზრისით. ვმუშაობთ და ინტენსიურად ვართ ჩართული ნარკოპოლიტიკის შემუშავებაზე, რათა შეიცვალოს მიდგომები, მეორე მხრივ, ვხედავთ ასეთ სახიფათო გამოვლინებებს, რასაც სჭირდება რეაგირება და მაქსიმალური პრევენცია,“ - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საკვანძო სიტყვები:

მთავარია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაიშალოს და ხელისუფლებიდან წავიდეს - დავით ბაქრაძე

18 თებერვალი, 2019 , 16:00

„ევროპული საქართველოს“ საქმიანობაზე უმცირესობის სტატუსის დაკარგვას არანაირი გავლენა არ ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა,  დავით ბაქრაძე განაცხადა. „გული არ დამწყდება, თუ საპა

შეწყალება არის პრეზიდენტის კომპეტენცია და პარლამენტი არ მონაწილეობს ამ პროცესში - ეკა ბესელია

18 თებერვალი, 2019 , 14:38

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციაა და მასში პარლამენტი არ მონაწილ

„TBC დაადგამდა თვალს რომელიმე კომპანიას, მიუქსევდა მას სააკაშვილის ვამპირებს და მერე შთანთქამდა პატარა ლიფსიტას“

18 თებერვალი, 2019 , 14:35

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფეისბუქში წერს: „რატომღაც ბევრს გამორჩა სტუდია "მონიტორის" მიერ რადიო თავისუფლებაზე ერთი თვის წინათ გადაცემული სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ აახია 2011 წელს მამუკა ხაზარაძის TBC-მ თამარ და

არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას - თეა წულუკიანი

18 თებერვალი, 2019 , 12:10

„თიბისი ბანკის“  გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედი LIVE"-ის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა. „არ მგონია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხ

“ნუთუ არავის აწუხებს სიგარეტის ფასის ზრდა 70000%-ით, არავინ ხმას რომ არ იღებს?“

18 თებერვალი, 2019 , 12:10

დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს: „შეკითხვას ვსვამ! ნუთუ არავის აწუხებს სიგარეტის ფასის ზრდა 70000%-ით, არავინ ხმას რომ არ იღებს? გაზარდონ ხელფასი და პენსია ევროსტანდარტის შესაბამისად და მერე დააწესონ

,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.  დეკანოზის ძმამ, თორნიკე