უკან
უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
კომენტარი
7 მარტი, 2017 09:00
განმარტეს, რომ კურცმა საქართველო მხოლოდ მაგალითად მოიყვანა - ავსტრიაში საქართველოს ელჩი
საქართველოს ელჩი ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ ინიციატივაზე აკეთებს კომენტარს, რომლის თანახმადაც, სებასტიან კურცი ევროკავშირს ლტოლვილთა მიღების ცენტრების საქართველოში, ეგვიპტესა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები განთავსებას ურჩევს.
"საკითხი არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე ქართულ მხარესთან არ განხილულა, არც კურცის საქართველოში ვიზიტის დროს. კონკრეტულად რას გულისხმობს, არ ვიცი. მოულოდნელი იყო. კვირა დღეს მინისტრის კაბინეტთან დაკავშირება მარტივი არ არის. განმარტეს, რომ კურცმა საქართველო მხოლოდ მაგალითად მოიყვანა. ხვალ დილით აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. ვეცდებით, მეტი სიცხადე შევიტანოთ. კონსულტაციებზე დავადგენთ, რასთან გვაქვს საქმე", - ამბობს კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი