უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 აპრილი, 2018 14:15
font-size

გასაგებია, რომ ბოლომდე დაიცავდნენ ქიბარ ხალვაშის ინტერესებს - „რუსთავი 2“-ის იურისტი მთავრობის მოთხოვნაზე

„რუსთავი 2“-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის მოთხოვნა, არხი გადაეცეს ქიბარ ხალვაშს, ურთიერთგამომრიცხავია და ემსახურება ქიბარ ხალვაშის ინტერესებს.

„ერთადერთი, რასაც მთავრობა აღიარებს არის ის, რომ „რუსთავი 2“ ნამდვილად პოპულარული არხია. ამბობს, რომ „რუსთავი 2-ის“ დამოუკიდებლობას არ ემუქრება საფრთხე, რომ „რუსთავი 2“ ხშირად არის კრიტიკული მთავრობის მიმართ, მაგრამ ამბობს, რომ თუ ვინმე თავდასხმას ახორციელებს, ეს თავად „რუსთავი 2“-ია, რომელიც მოსამართლეებს თავს ესხმის და ის არის ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არხი. ზოგადად ჩვენი საქმიანობა შეფასებულია უარყოფითად.

არხი რომ თავად ახორციელებს ჟურნალისტებზე ზეწოლას, ამის მაგალითად მოჰყავთ უკანასკნელი პერიოდის მაგალითები, მაგალითად 2018 წლის იანვრის მაგალითი, „ევროპული საქართველოს“ განცხადებები, სადაც ისინი გვადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში და ასევე აკაკი გოგიჩაიშვილის Facebook პოსტების ე.წ. სქრინშოტები, სადაც ის საუბრობდა ნიკა გვარამიას მხრიდან თითქოს ზეწოლაზე, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი და ამის გამო წავიდა სხვა ტელევიზიაში.

ალბათ ლოგიკურია, რომ მხარემ მოითხოვოს დროებითი ღონისძიების გაუქმება. გასაგებია, რომ მძიმე ტვირთად აწევს მთავრობას და ამიტომ, თუმცა მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რომ თუ ეს ორ კერძო პირს შორის დავაა, როგორც ის ასევე აღნიშნავს თავის არგუმენტაციაში, რატომ აქვს ასეთი ინტერესი იუსტიციის სამინისტროს, რომ ამ დავას დროებითი ღონისძიება მოეხსნას და დაუყოვნებლივ გადაეცეს კერძო პირს, ქიბარ ხალვაშს. ანუ, თუ ეს ლახავს იმიჯს, ეს დროებითი ღონისძიება, მთავრობა მოტივირებული უნდა იყოს, რომ ეს გამოსწორდეს და არა ის, რომ ორ კერძო პირის დავაში იმ კერძო პირს მიაკუთვნოს კომპანია, ვისზეც ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, ფაქტობრივად ყველამ აღიარა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული დავა. აქედან გამომდინარე ეს არის ჩემთვის ურთიერთგამომრიცხავი, მოულოდნელი არ ყოფილა ამ კუთხით, გასაგებია, რომ ბოლომდე დაიცავდნენ ქიბარ ხალვაშის ინტერესებს ,“- განაცხადა მურადაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუკზე გაავრცელა სტრასბურგის სასამართლოს პასუხი, რომლის მიხედვით საქართველოს მთავრობა საქმის განხილვის დასრულებამდე მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოიხსნას დროებითი ღონისძიება და არხი გადაეცეს ქიბარ ხალვაშს. გვარამიას თქმით, ტელევიზიის მხრიდან მიკერძოებისა და სიცრუის გავრცელების დასადასტურებლად იუსტიციის სამინისტროს ევროპული საქართველოსა და აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები მოჰყავს.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ