უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 ივლისი, 2018 13:00
font-size

გაცილებით დიდი პიროვნებები და მაღალჩინოსნები არიან ჩარეული ხორავას ქუჩის საქმეში, ვიდრე ვფიქრობდი - ზაზა სარალიძე გიორგი გახარიასთან შეხვედრას გეგმავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მან შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსთან, ალეკო ხოჯრევანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

„დავგეგმე შეხვედრა მინისტრთან და არა მხოლოდ მინისტრთან, მის მოადგილეებთანაც, რომ ამოიღონ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ყველა ჩვენება და თავად მიხეილ კალანდიას ჩვენება. გავივლით ეტაპობრივად ყველა ჩვენებას, რამდენად მართებულია კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია.

იმედია, მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მიხელ კალანდია დაუყოვნებლივ იყოს დაკავებული“, -აღნიშნა სარალიძემ.

სარალიძემ ეჭვი გამოთქვა, რომ ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე მიხეილ კალანდიას დაკავება ბევრად უფრო მაღალი თანამდებობის პირებს არ სურთ.

„ამ ეტაპზე ვისი ინტერესი უნდა იყოს მიხეილ კალანდიას დაკავების წინააღმდეგ წასვლა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ პირველივე დღიდან მირზა სუბელიანი ამ საქმის გაფუჭებაში, გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული, არა მარტო სუბელიანი, მთელი შს სამინისტრო და პლუს პროკურატურა.

ამ ეტაპზე ვის აღარ აწყობს მიხეილ კალანდიას დაკავება, სიმართლე გითხრათ, მეც უკვე ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხდები, ვერაფერს ვეღარ ვხდები.

ჩემი აზრით, როგორც ჩანს, გაცილებით დიდი პიროვნებები და მაღალჩინოსნები არიან ჩარეული ამ საქმეში, ვიდრე მე ვფიქრობდი“, -აღნიშნა სარალიძემ.

მისი შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სრულფასოვნად მუშაობს.

ცნობისთვის, ზაზა სარალიძემ ღამე შსს-ის ეზოში გაათენა. მან განაცხადა, რომ არ დატოვებს შსს-ს იქამდე, სანამ მისი შვილის მკვლელებს, „მათ შორის მიხეილ კალანდიას“, არ დააკავებენ.

სოციალურ ქსელში დღეს, 19:00 საათზე, შსს-სთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს.

გუშინ ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიამ შსს-სა და მთავარ პროკურატურის მიმართ სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებული რეკომენდაცია გასცა, რაც გულისხმობს მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ასევე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის წამოწყებას

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი

7 ნოემბერი, 2025 , 12:06

„ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე&

ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი

6 ნოემბერი, 2025 , 19:00

„კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ახალ ბრალს არ ეთანხმება და ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, ეს დღეს გამომძიებლებთანაც დააფიქსირა. „საპროტესტო აქციები ამ ქვეყანაში გამოცხადდა საბოტაჟად.