უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 სექტემბერი, 2017 16:05
font-size

გაზის ტარიფი მთელ საქართველოში საშუალოდ 11-12 თეთრით გაიზარდა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დენის ტარიფის მატებას პროგნოზირებს.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გაზის ტარიფი მთელ საქართველოში საშუალოდ 11-12 თეთრით გაიზარდა და მოსალოდნელია დენის ტარიფის გაძვირებაც.

„საზაფხულო არდადეგების პირობებში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელიც შეიძლება პარლამენტარს ან ბიუროკრატს ნაკლებად აღელვებდეს - ეს იყო გაზის ტარიფის ზრდა.

რატომღაც ჩაითვალა, რომ რადგან თბილისში მხოლოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა, ასე მოხდა დანარჩენ საქართველოშიც. სინამდვილეში გაზის ტარიფი ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ საქართველოში - საშუალოდ 11-12 თეთრით. მე კონკრეტული რაიონების მაგალითებსაც გეტყვით: საგარეჯოში - 17 თეთრით, გურჯაანში - 13 თეთრით, დუშეთში - 16 თეთრით, ყაზბეგში - 17 თეთრით, გორში - 11 თეთრით, ზესტაფონში - 14 თეთრით, გურიის სამივე რაიონში - 12 თეთრით, აჭარაში - 12 თეთრით... მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუძვირდა გაზის ტარიფი, რასაც შეიძლება ზაფხულის პერიოდში ბევრი ვერც გრძნობდეს, მაგრამ ზამთარში ძალიან მძიმედ დააწვება არაერთ ოჯახს. ამას ვახსენებ „ქართულ ოცნებას“, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი და წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების შემცირება იყო“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე მოსალოდნელია დენის ტარიფის, ასევე პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა.

ნინო ექვთიმიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:38

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. &bdquo

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:21

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაგრამ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები - პროკურატურის მოთხოვნა [გირაოს შეფარდებაზე] არის თუ არა რელევანტური,

გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:18

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკად დადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:33

როდესაც რუსთაველის გამზირზე სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის, - ამ

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება

23 ოქტომბერი, 2025 , 11:23

შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, - ამი

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლი