უკან

პოლიტიკა

20 იანვარი, 2017 15:40
font-size

,,გაზპრომთან’’ გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით საქართველო დაახლოებით 16 მილიონ აშშ დოლარს კარგავს - დავით თარხან-მოურავი

,,პატრიოტთა ალიანსის’’ ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ ,,გაზპრომთან’’ გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით საქართველო დაახლეობით 16 მილიონ აშშ დოლარს კარგავს.

როგორც დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოსთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუ კვლავაც გატარებული გაზის 10%-ს მიიღებდა.

,, 2016 წელს და წინა წლებშიც, რუსეთი საქართველოს გავლით აწვდის გაზს სომხეთს. 2016 წელს გაზის მოცულობა, რომელიც რუსეთმა მიაწოდა საქართველოს გავლით სომხეთს, შეადგინა 2 მილიარდ 100 მილიონი კუბური მეტრი დაახლოებით.

რუსული და სომხური პრესიდან ჩვენ შეგვიძლია შევიტყოთ, რომ წელს სავარაუდო მოცულობა იქნება 2 მილიარდ 400 მილიონი კუბური მეტრი ან მეტი და მომავალ წლებში ეს მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველოს ტრადიციულად რჩებოდა ამ გატარებული მოცულობის გაზის 10 %. თუ ჩვენ კონცენტრირებას გავაკეთებთ ციფრზე - 2 მილიარდ 400 მილიონი კუბური მეტრი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უნდა დარჩენოდა 240 მილიონი კუბური მეტრი გაზი. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევაფასოთ ამ გაზის ღირებულება ფულში. ფასი ჩვენთვის უცნობია 1000 კუბურ მეტრზე, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ეს ფასი ვერ იქნება 185 $-ზე ნაკლები. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ჩვენ დაგვრჩებოდა 240 მილიონი კუბური მეტრი გაზი, მისი ღირებულება ფულადი უნდა ყოფილიყო 44 მილიონ 400 ათასი დოლარი ან მეტი.

ყველა ქვეყანა, რომელიც ყიდის გაზს, ყველა ცდილობს, რომ ტრანზიტში გადაიხადოს ფული და არა დატოვოს პროცენტი გაზის მოცულობიდან იმიტომ, რომ სატრანზიტო ღირებულება ყოველთვის არის ძალიან იაფი, 100 კილომეტრზე 100 კუბური მეტრით გავლილი მოცულობიდან ხდება სატრანზიტო გადასახადის ანგარიში და ის 3 დოლარის ფარგლებში ტრიალებს, ძალიან კარგი ფასია 4 $ და საერთოდ წარმოუდგენელი ფასია 5 $. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიძლება მიაღწიოს 5 $-ს, დაახლოებით 220 კილომეტრი არის სიგრძე იმ მილისა, რომლითაც გაზი გაივლის საქართველოს გავლით, ეს ნიშნავს, რომ მთელ სიგრძეში ჩვენ მივიღებთ 12 დოლარს. ამას თუ გადავამრავლებთ კუბურ მეტრებზე, ეს ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 28 მილიონ დოლარს მიიღებს ქვეყანა ამ შემთხვევაში. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ 10% გაზის ეს არის მინიმუმ 44 მილიონ 400 ათასი დოლარი, თუ გადასახადი იქნება კილომეტრი კუბურ მეტრზე, ეს არის - 28 მილიონი დოლარი. დანაკარგი სრულიად ნათელია, რომ 16 მილიონი დოლარი ან მეტი იქნება ჩვენთვის. ამით მინდა გავიაზროთ, რომ ყველა შემთხვევაში წამგებიანი ჩვენთვის ეს მიდგომა. რომც დავუშვათ, რომ წელს იქნება შერეული ციკლი და ნაწილი იქნება გაზით და ნაწილი ფულით, რომც დავუშვათ, რომ ძალიან კარგი 5 $-იანი ფასი იქნება, ამ შემთხვევაშიც ჩვენი დანაკარგი 2017 წელს იქნება მინიმუმ 8 მილიონიანი დოლარი. შემდეგ წლებში დანაკარგი გადააჭარბებს 16 მილიონ დოლარს. ასეთი ნაკარგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ დავუშვებთ, რომ ფასი იქნება 5$ და არა 3$, სხვა ყველა შემთხვევაში, ბევრად უფრო დიდი იქნება დანაკარგი’’, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მისივე თქმით, იმ შემთხევავში, თუ ქართული მხარე არ დათანხმდებოდა გაზპრომის ახალ პირობებს, სომხეთს შესაძლოა, საქართველო ბლოკადაში დაედანაშაულებინა.

,,ასევე, უნდა გვესმომდეს, რომ ხელისუფლება არ არის მარტივ მდგომარეობაში. გასაგებია, რომ თუ უარს იტყვის გაზის გატარებაზე, მოძმე სომხეთმა შეიძლება დაგვადანაშაულოს ბლოკადაში. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ სატრანზიტო გადასახადზე გადავიდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მოლაპარაკება, რომელიც ხელისუფლებამ აწარმოა, არ იყო სასარგებლო საქართველსოთვის და არ იყო ხარისხიანად წარმოებული. ასევე, უნდა ვხედავდეთ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი ეს მოაქცია დიდ საიდუმლოში’’, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ნინო ექვთიმიშვილი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა