უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
მსოფლიო


გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს
გერმანიაში, ქალაქ აუგსბურგში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე მაღაზიიდან დაახლოებით 400 ევროს ღირებულების პრინტერის კარტრიჯების ქურდობისთვის დააკავა.
პოლიციის თქმით, დაკავებულები 33 და 37 წლის მამაკაცები არიან. მათ გერმანიაში მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ აქვთ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია მაღაზიის თანამშრომელმა გამოიძახა, რომელმაც დაინახა, როგორ მალავდა ერთ-ერთი მომხმარებელი პრინტერის კარტრიჯებს ქურთუკის ქვეშ.
სამართალდამცველები ქურდის თანამზრახველი თოვლზე არსებული კვალის მიხედვით მიაგნეს. ის დაკავებულს მანქანაში ელოდებოდა. ავტომობილში პოლიციამ აღმოაჩინა ჩანთა, რომელშიც იყო 2000 ევროს ღირებულების პრინტერის კარტრიჯები, რომლებიც მოპარული იყო აღნიშნული მაღაზიის სხვადასხვა ფილიალიდან.
დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო
1 ოქტომბერი, 2025 , 10:20

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი
30 სექტემბერი, 2025 , 09:23

დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა - კიტ კელოგი
29 სექტემბერი, 2025 , 11:29

ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა
11 სექტემბერი, 2025 , 09:58

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყანაში დასავლეთ უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ
10 სექტემბერი, 2025 , 08:48

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დონალდ ტრამპი
5 სექტემბერი, 2025 , 18:11