უკან
საზოგადოება
24 აგვისტო, 2019 11:50
გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს
გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.
"გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს-ლაფანყურის სპეცოპერაციის მნიშვნელოვანი მოწმე !
2015 წელს მას თბილისშიც ესროლეს !
ვუსამძიმრებ ჩვენს ქისტებს და მონაწილე ვარ მათი უსაზღვრო მწუხარების," - წერს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.