უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 დეკემბერი, 2017 13:00
font-size

,,ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ – „მედიანიუსი“ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.

ორგანიზაციამ სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტური კორპუსი სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოვა. ნომინაციებში გამარჯვებულთა შორის მოხვდა ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსი“.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2017 წლის ნომინაციაში ,,ღია საზოგადოების მხარდამჭერი“,- ჯილდო გადაეცა ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსს“.

როგორც ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც საქმიანობის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.

ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ გუშინვე გამართა 2017 წლის საქმიანობის შესახებ მომზადებული ჟურნალის პრეზენტაცია, საზოგადოებას წარუდგინა საქმიანობის შესახებ მომზადებული ვიდეო-რგოლი და ახალი ინიციატივები და წინადადებები, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2018 წლის საქმიანობას და პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

შეხვედრას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ჟურნალისტური კორპუსი, ორგანიზაციის პარტნიორები და მეგობრები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

8 მაისი, 2024 , 14:59

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდე

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 14:53

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის

ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება

8 მაისი, 2024 , 12:14

გამოცემა „არილი,“ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება. როგორც გამოცემის განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი