უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
კომენტარი


გია აბაშიძე - საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს, ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ გაიგო და ისწავლა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს , რომ ხვალიდელი საპრეზიდენტო არჩევნები, მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ზღვარგადასული სიყალბისა, დემაგოგიისა, ცილისწამებისა, არსებულ ხარვეზთა ჰიპერბოლირებისა და მხარეებს შორის არსებული სიძულვილისა, მშვიდ და დემოკრატიულა ვითარებაში ჩაივლის.
როგორც გია აბაშიძემ განაცხადა, ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ხვალაც დაამტკიცებს, რომ დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოებაა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილი უკავია.
„მრავალჯერ და ზედმეტ დოზებში ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“, მათი ქოლგის ქვეშ არსებული სატელიტების პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა. ვნახეთ ასევე ერთ დროს ნაცადი ტაქტიკა - „რევოლუციონერთა“ ერთ- ერთი მეთოდი, რომ ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ჰყავდეს და მოსახლეობაში გააჩინონ განცდა, რომ არჩევნები ყალბდება. გარეთ 2018 წელია, საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს, ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ გაიგო და ისწავლა. სახელმწიფოც ძლიერია საკუთარი ინსტიტუტებით.“- განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ხვალინდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც პირველად იმართება ამ ხელისუფლების პირობებში, მთავარი- დემოკრატიული წარმატება და დამარცხებულის მიერ მარცხის აღიარებაა.
„უწინარესია, რომ საარჩევნო პროცესმა ჩაიაროს მშვიდად, თავისუფლად და სამართლიანად. დამარცხებულმა ღირსეულად აღიაროს წაგება. წინასაარჩევნო პერიოდში მომსწრენი გავხდით მაღალი ემოციების, დებატებისა, რომლებიც ბევრჯერ გადაიზარდა პირად თავდასხმებსა და შეურაცხყოფაში. ამის მიუხედავად, უნდა ვაჩვენოთ დემოკრატიულ სამყაროს, რომ შეგვიძლია მშვიდ გარემოში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, ერის კონსოლიდიდაცია და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებით თანმიმდევრული განვითარება.“ განაცხადა გია აბაშიძემ.
საკვანძო სიტყვები:

ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
22 ოქტომბერი, 2025 , 13:59

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
22 ოქტომბერი, 2025 , 11:15
არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:54
პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:42

მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან - ადვოკატი
17 ოქტომბერი, 2025 , 13:39
ირაკლი კობახიძე გიული ალასანიაზე: ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს
17 ოქტომბერი, 2025 , 13:02