არქივი
კომენტარი
გიორგი აბაშიშვილის განცხადება რაღაც ისტერიკულია - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა - გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადება, რომლის მიხედვით „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ გაერთიანდნენ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ, „ისტერიკული“ უწოდა.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილს არაფერს ვუპასუხებდი, რადგან მისი განცხადება რაღაც ისტერიკულია, არც ხუმრობას და არც სერიოზული კაცის ნათქვამს არ ჰგავს“, -უთხრა დეპუტატმა ჟურნალისტებს.
მისი შეფასებით, გიორგი აბაშიშვილის განცხადება შექმნილი ვითარების ადეკვატური არ არის.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“. ასე გამოეხმაურა აბაშიშვილი ოპოზიციისა და უმრავლესობის კრიტიკას, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ვეფხია ბაქრაძეს.
ბაქრაძე სასჯელს იხდიდა ოჯახური ძალადობისთვის, 2017 წელს ის პრეზიდენტმა შეიწყალა. მიმდინარე წლის 13 აპრილს ბაქრაძემ ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით თავის გერს, თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოსჭრა ახალგაზრდა ქალის ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

