უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივნისი, 2018 11:15
font-size

გიორგი გახარიას არაფერი დაუძრავს, რა სისულელეა - ზაზა სარალიძე შსს-ის მინისტრისა და თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, შსს-ს საქმე არ დაუძრავს, ხოლო მერაბ მორჩაძის დაკავებით უწყება ცდილობს, აღარ ჰქონდეს საქმის ერთ-ერთი მოწმის, მ.კ.-ს დაკავების საფუძველი, თითქოს მან ცრუ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.

„გიორგი გახარიას არაფერი დაუძრავს, რა სისულელეა. ეს გადადგმული ნაბიჯები იყო სისულელე . მორჩაძე რომ დააკავეს ვიღაც, ამით ცდილობენ, მოწმის ჩვენება „გააპრავონ“, თითქოს მან ზეწოლის ქვეშ მისცა ცრუ ჩვენებები სასამართლოს, რომ მისი დაკავების საფუძველი აღარ ჰქონდეთ“, – უთხრა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ჟურნალისტებს.

მან განაცხადა, რომ მინისტრი გიორგი გახარია სახლში უნდა წავიდეს, ხოლო მის მაგივრად უნდა დანიშნონ კომპეტენტური პირი, ვინც საქმეს ბოლომდე გამოიძიებს.

„მოთხოვნები აბსოლუტურად იგივე რჩება. მკვლელები, ხელის დამფარებლები უნდა დაისაჯონ. გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში და მოვიდეს კომპეტენტური მინისტრი, ვინც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს", - განაცხადა სარალიძემ

მან ასევე მოითხოვა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა.

„ვითხოვ, ასევე წულუკიანის გადადგომას იქიდან გამომდინარე, რომ შოთაძე გაუშვა ტაშ-ფანდურით, ტაში დაუკრა. გუშინ კომენტარიც წავიკითხე, არ უნდა გადამდგარიყოო. თუ არ უნდა გადამდგარიყო, არ გადამდგარიყო, რა პრობლემაა და თუ გადადგა, პასუხისგებაში რატომ არაა მიცემული იმ დანაშაულისთვის, რა დანაშაულიც ჩაიდინა“, – დასძინა სარალიძემ.

სარალიძემ აღნიშნა, რომ არ სჯერა, თითქოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ არ იცოდა, „საქმე როგორ იკერებოდა“.

მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით. მორჩაძე საქმის ერთ-ერთი მოწმის, მ.კ.-ის ახლობელია.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი