უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2017 11:30
font-size

გიორგი კვირიკაშვილი კონსტანტინე ზალდასტანიშვილზე: იგი იყო ყოველთვის იქ, სადაც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა ავსტრიაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრით დაიწყო.

,,მთავრობის სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე საუბრით, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთვის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო - ძალიან ღირსეულ ადამიანზე, კოტე ზალდასტანიშვილზე.

ძალიან მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია.

იგი იყო მართლაც გამორჩეული ქართველი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც ყველას გვეამაყებოდა. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი.

მე პირადად მისგან, იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სასარგებლო რჩევა მივიღე. მას განსაკუთრებით უხაროდა, როდესაც სხვებს უზიარებდა თავის ძალიან მდიდარ გამოცდილებას. იგი იყო ყოველთვის იქ, სადაც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ძალიან მძიმე დანაკლისია ჩემთვის პირადად და ვიცი, რომ ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი