კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ოფიციალური ცნობით, ჯო ბაიდენმა საქართველოში ჩატარებული, დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრსა და მის პოლიტიკურ გუნდს გამარჯვება მიულოცა.
ლიდერების შეფასებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობით გამარჯვება, მთავრობისთვის, რეფორმების გაგრძელების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
საუბრის მსვლელობისას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს მხარდაჭერას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ჯოზეფ ბაიდენს მადლობა გადაუხადა.
ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიკაცია დაგმო და გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

