საზოგადოება
გიორგი კვირკაშვილმა საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა მათ რამაზანის თვე მიულოცა და კეთილდღეობა, სიკეთე და მშვიდობა უსურვა.
„ჩვენ დიდი ძმობა გვაკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, სწორედ ამ განსხვავებულობაშია ჩვენი ერთობის და ჩვენი ქვეყნის ძალა. თქვენი როლი ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება,მათ შორის, აღნიშნა კომუნისტური რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების; მეჩეთებისა და სხვა საკულტო ნაგებობების სარესტავრაციო სამუშაოების და რამდენიმე საჯარისო ნაწილში მუსლიმი ჯარისკაცებისთვის გახსნილი სამლოცველოების შესახებ.