უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 მარტი, 2025 22:16
font-size

გიორგი შალუტაშვილი მთავარი პარაზიტი და ბოროტმოქმედია - თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. ახალგაზრდები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორსა და ადმინისტრაციას რეპრესიებსა და პროტესტის ხმის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

სტუდენტები ამბობენ, რომ გიორგი შალუტაშვილი "მთავარი პარაზიტი და ბოროტმოქმედია", რომელიც ძალაუფლებას დახამდა და უნივერსიტეტში "ქართული ოცნების" პოლიტიკის გატარებას ცდილობს.

„იმ სტუდენტებს, რომლებიც ვიბრძვით და ვაპროტესტებთ, თავზე აყენებენ პოლიციას და შემდეგ რიცხავენ. 28 თებერვალს დაჩქარებული წესითა და ბევრი დარღვევით თეატრალურმა კომისიამ მიიღო სტუდენტთა ეთიკის ახალი კოდექსი. ამ კოდექსის მიზანი თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა. ჩვენ თვალწინ აყალბებენ სიმართლეს, ჩვენი სახელით ადგენენ მორალურ წესებს, რომელიც სრულიად ამორალური და დისკრიმინაციულია.

სტუდენტებს თითს გვიქნევენ და გვეუბნებიან, რომ უნივერსიტეტის სახელით ნუ ვლაპარაკობთ. გვეუბნებიან, იმ სტუდენტებს, რომლებიც ხმას სოლიდარობაზე და თანადგომაზე იღებენ. ეს ხმა იბრძვის უსამართლობის, ძალადობის, რეპრესიებისა და ტერორის წინააღმდეგ. გვეუბნებიან, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაკონტროლოთ ტონი მაშინ, როცა მომწამლავი ხსნარის სუნში ვიგუდებით და გვხუთავენ.

დაცვას ხელით გავყავართ და გვეუბნება, რომ მოგვეჩვენა. ჩემს უფლებას რომ არღვევენ, თურმე მომეჩვენა და ეს ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია თუ ვიცავ, ჩემი, ჩემი მეგობრების, თანამებრძოლების, უკანონოდო დაკავებულების, მოქალაქეების უფლებებისა და ღირსებას, ჩვენი ქვეყნის ღირსება. თურმე, ჩვენ ვართ პარაზიტები, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეს უნდა მოშორდნენ. სინამდვილეში მთავარი პარაზიტი და ბოროტება, ძალაუფლებასა და სკამს დახამებული რექტორი და ადმინისტრაციის წევრები არიან. უნივერსიტეტი მათი პირადი საკუთრება არ არის და არ დავუთმობთ, არც უნივერსიტეტს და არც ამ ქვეყანას", - განაცხადეს სტუდენტებმა.

შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი