უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 იანვარი, 2017 16:45
font-size

„გირჩი“ საქართველოს მთავრობას მიმართავს

პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ ვიდრე არ მოხდება მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური, ან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღება, მთავრობამ სსკ-ს 265 მუხლით ადამიანების დაკავება შეაჩეროს.

ამის შესახებ „გირჩის“ განცხადებაშია ნათქვამია, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ.

„2016 წლის 31 დეკემბრის ღამეს, გირჩის ოფისში შედგა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი. ადამიანებმა გააპროტესტეს რეპრესიული, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა და მოითხოვეს სახელმწიფოსგან ადამიანის უფლებების პატივისცემა.

დაუმორჩილებლობის აქტის ყველა დეტალი იყო საჯარო, პოლიტიკური პარტიის პოზიცია კი ცნობილი იყო საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებით.

ხელისუფლებას ჰქონდა ორ თვემდე ვადა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ან ვალდებულება - 31 დეკემბერსვე ემოქმედა ისევე, როგორც მოქმედებს რიგითი მოქალაქეების მიმართ.

დღეს, დაუმორჩილებლობის აქტის ჩატარებიდან თერთმეტი დღის გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იკავებს პოლიტიკური პარტიის ოფისს და მტკიცებულებების სახით აღწერენ და იღებენ კანაფის ნარგავებს.

დღეს გირჩს დაგეგმილი ჰქონდა საქალაქო სასამართლოსთან გაეპროტესტებინა მოქალაქის მიმართ იგივე დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომლის გამოც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ჩვენ მოვითხოვთ პოლიტიკური გადაწყვეტილების ან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებამ შეაჩეროს ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.

გირჩის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს 265-ე მუხლის პირველი ნაწილით. მორალური დისკომფორტის გამო, ხელისუფლება ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ვერ აკავებს ამ პოლიტიკური აქტის მონაწილეებს. თუმცა მორალურად სწორი პოზიცია, იგულისხმება, რომ ადამიანებს უფლება აქვთ, პირადი მოხმარების მიზნით ფლობდნენ კანაბისის შემცველ პროდუქტებს, არ ცვლის არსებულ რეალობას, რომ საქართველოში სსკ-ის 265 მუხლით გასამართლებულია ათასობით ადამიანი და ასობით მოქალაქე, ამ კონკრეტული მუხლის შინაარსის გამო, ამჟამადაც სისხლის სამართლებრივად იდევნება. ამავდროულად, აღნიშნული მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე უკვე მსჯელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

ამიტომ, რადგან ცხადად ჩანს, რომ სიმართლე კანონის მხარეს არ არის, რადგან ეს კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და რადგან ამ უსამართლო კანონის ფაქტობრივი აღსრულება ჭირს საზოგადოების მეტ-ნაკლებად გავლენიანი წევრების მისამართით, მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა“, -ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი