უკან

პოლიტიკა

23 დეკემბერი, 2016 13:55
font-size

გივი თარგამაძე მიხეილ სააკაშვილზე: უპირობო ავტორიტეტს უკვე გადაწყვეტილი 7 ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა

,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი, გივი თარგამაძე პარტიაში მიმდინარე პროცესებსა და ამ პროცსებში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას სოციალური ქსელით ეხმიანება.

,,დღეს აი ასეთ საოცარ რეალობაში გავიღვიძეთ.

გუშინ პარტიის სამდივნოს სხდომაზე, იმის პასუხად, რომ წინა პოლიტსაბჭოზე გამარჯვებულებს საკრალური 7 ათასის გარდა ყრილობის ჩატარების არცერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ასე მოქმედება შეუძლებელია, საჭიროა პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება და ყველაფრის დაზუსტება, პასუხად მივიღეთ, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია.

მითითება იმაზე, რომ ამ კომისიის წარდგენილი წევრებიც, წინა გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, არ აინტერესებთ.

თურმე წინა პოლიტსაბჭოს ნათქვამი, რომ მსგავსი კომისია უნდა შეიქმნას, იმთავითვე მის დამტკიცებას (!) ნიშნავდა. ანუ წევრთა წარდგენა იმთავითვე დამტკიცებასაც ნიშნავს.

ხოდა მივიღეთ ერთგვარი ГКЧП. პარტიაში გადატრიალების მცდელობა.

არ ვიცი, ექვსნი საბჭოთა ანალოგის გამო არიან, თუ ლიდერს "ტროიკა"-ც ეხამუშა და "შესწიორკა" უფრო ეამა. მაგრამ ფაქტია, რომ გამოცხადებული გახსნილობის, მაქსიმალური ჩართულობის, კულუარული, კაბინეტური მმართველობის მსხვრევის ფონზე უპირობო ავტორიტეტს უკვე გადაწყვეტილი 7 ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა.

შესაბამისად, გასაგებია, რომ ნებისმიერი ცივილიზებული წესისაც ასევე ეშინია და სურს მხოლოდ ყრილობა-ბალაგანი, ერთგვარი ხურალი, რომელზეც არცერთი საკითხის არსს არ ექნება მნიშვნელობა და ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, რაც სურს, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს.

ამის უტყუარი ნიშანი ზუგდიდის შეხვედრაზე უკრაინულ ჩართვაშიც იყო - პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, უკვე სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში, განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა... ჰქონდა დიდგორის იდეა. ჩაუვარდა... და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება.

სავალალოა, ღმერთმანი...’’ - წერს თარგამაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ნინო ექვთიმიშვილი

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება - ირაკლი კობახიძე

1 მაისი, 2024 , 18:15

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრე

მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი

1 მაისი, 2024 , 16:15

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა. იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდ

ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი

1 მაისი, 2024 , 15:39

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა 30 აპრილს - 1 მაისს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეების დარბევას. "ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროს არის გამოსავალი. გერ

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი

1 მაისი, 2024 , 15:27

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს გან

ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება - პრეზიდენტი

1 მაისი, 2024 , 14:46

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ა

„სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს“ - ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

1 მაისი, 2024 , 12:31

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა. „სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი