უკან
საზოგადოება
20 ოქტომბერი, 2016 13:30
გლდანის მე-2 მ/რ-ში ახალი სკვერი კეთდება
კიდევ ერთი ახალი სკვერი ეწყობა გლდანის რაიონში. გლდანის მე-2 მ/რ-ის 38-ე კორპუსის მიმდებარედ, სამუშაოების ფარგლებში, დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა ბეტონის ბორდიურები და ლითონის დეკორატიული ღობე; სკვერში დამონტაჟდება გარე განათების 29 დეკორატიული ბოძი, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები. გარდა ამისა, სკვერში პატარებისთვის საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო მოედანი მოეწყობა, _ აცნობეს მედიანიუსს თბილისის მერიიდან.
სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 144 000 ლარია გამოყოფილი.
2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონის მასშტაბით, 10 ახალი სკვერი მოეწყო, რაზეც 466 377 ლარი დაიხარჯა.