არქივი
კომენტარი
გულისყურით ველოდებით, რომ გავიგოთ სიმართლე, რისი თქმა უნდა მამა გიორგის, რატომ იკავებს ამდენი ხანი თავს - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებთან საპატროარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა.
მისი თქმით, მეუფეებმა ადვოკატებს სთხოვეს, რომ დაკავებულმა დეკანოზმა ჩვენება მისცეს.
,,თხოვეთ ადვოკატებს, გადასცენ მამა გიორგის, მან მისცეს ჩვენება და დაასახელოს ის შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს ასეთი ინფორმაციის გაცემის შემდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ქართულ საზოგადოებას, რომ მზად ვართ მოვისმინოთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე, რომ ჩვენ ველოდებით დღეს, რომ, სავარაუდოდ, როგორც ადვოკატები ბრძანებენ, მამა გიორგი მისცემს ჩვენებას ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ნამდვილად გულისყურით ველოდებით და მთელი ათი დღე ვართ ამ მოლოდინის რეჟიმში, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგოთ სიმართლე, რისი თქმა უნდა მამა გიორგის, რატომ იკავებს ამდენი ხანი თავს და რასთან დაკავშირებით არის ეს დუმილი მისი მხრიდან”, - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

