არქივი
კომენტარი
გუშინ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაცია არის სწორედ ამ ეტაპზე დასმული კითხვების პასუხი - ეკა ბესელია
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაცია არის სწორედ ამ ეტაპზე დასმული კითხვების პასუხი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გუშინ ტერორიზმის საქმეზე სუს-ის მიერ გასაჯაროვებული ვიდეომასალის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ბესელიას განცხადებით, რა ფაქტებიც ჩაითვალა საჭიროდ, რომელიც შესაძლებელია მიწოდებული იყოს საზოგადოებისთვის, ეს ინფორმაცია გახდა საჯარო.
"ამ შუალედური ინფორმაციით ჩანს კავშირები იმ პირებთან, რომლებიც სპეცოპერაციასთან იყვნენ დაკავშირებულები, რომელიც თბილისში ჩატარდა.
ბუნებრივია, ტერორისტული დანაშაულებები არის ყველაზე რთული და დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ გამართულად და ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცვის ყველა მექანიზმი და ბერკეტი, მაშინ ამ სამსახურებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა მათ იმუშაონ და ჰქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი თუ პოლიტიკური გარანტიები იმისთვის, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ.
მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც კითხვები ისმევა, ამის დასმის უფლება აქვს ყველას, თუ ის არ ემსახურება ჩვენი სამსახურების იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას. კითხვებზე პასუხებიც არსებობს, ეს შუალედური ინფორმაცია არის სწორედ ამ ეტაპზე დასმული კითხვების პასუხი", - განაცხადა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

