უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 მაისი, 2025 09:08
font-size

გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან - ირაკლი კობახიძე

4 წელი გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ასეთ დროს, ქართველი ხალხის, ისევე როგორც ხელისუფლების მოლოდინი იყო ის, რომ მეტ ყურადღებას გამოავლენდნენ ჩვენს მიმართ, თუმცა არის დუმილი და გადავწყვიტეთ, ღია წერილით გვეცადა გარკვეული ძვრების შეტანა ამ მოცემულობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წერილის მთავარი გზავნილია, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის.

„მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. თვისებრივად შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რომელიც ჩამოყალიბებული იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენი მოლოდინი და დადებითი მოლოდინი ეფუძნებოდა და ჯერ კიდევ ეფუძნება იმ თანხვედრას, რომელიც ღირებულებითი თვალდსაზრისით არსებობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. იცით, როგორია ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულება ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა იგივე USAID, NED, ლგბტ პროპაგანდა, გენდერული პროპაგანდა და ა.შ. აქ გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა. ასევე თქვენ იცით, როგორია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ისეთი მოვლენების მიმართ, რაც დაკავშირებულია ევროპული ბიუროკრატიის ჩარევასთან სხვადასხვა ქვეყნის შიდა სუვერენულ საქმეებში. ერთ-ერთი იყო რუმინეთის მაგალითი, სადაც, სწორედ, ევროპული ბიუროკრატიის ჩარევით, საერთოდ გაუქმდა უკვე ჩატარებული არჩევნები ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე. ამასთან დაკავშირებით ხმა აიმაღლა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, თუმცა ანალოგიური განცხადებები არ გაკეთებულა საქართველოს მიმართ, მაშინ, როდესაც ყველაზე მძიმე წნეხის ქვეშ, წინა ადმინისტრაციის მხრიდან, მოექცა, სწორედ, საქართველოს ხელისუფლება. 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ეს ბრძოლა წარმატებით გამოვიარეთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მოლოდინიც იყო და ხელისუფლების მოლოდინიც იყო ის, რომ მეტი ყურადღება იქნებოდა გამოვლენილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, თუმცა არის დუმილი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ღია წერილით გვეცადა გარკვეული ძვრების შეტანა ამ მოცემულობაში,“- განაცხადა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა