უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2021 19:46
font-size

გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური - ირაკლი კობახიძე

გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მერობის კანდიდატთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრები იქნება ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება.

„ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები, ჩავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში სადაც, ტარდება მეორე ტური. გვაქვს შეხვედრა მხარდამჭერებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან და ვსაუბრობთ მეორე ტურებთან დაკავშირებით. გჭირდება სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების, მეორე ტური. ვულოცავ ჩვენს მხარდამჭერებს საერთო გამარჯვებას, რომელიც 2 ოქტომბერს მოვიპოვეთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას არც ერთ საკრებულოში არ აქვს უმრავლესობა.

„რაც შეეხება საკრებულოებს, ყველაში ჩვენ მოვახერხებთ საბოლოო ჯამში სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის საბოლოო დასრულებას, საჭიროა 30 ოქტომბერს ამომრჩევლის სრული მობილიზაცია. ჩვენ უკვე მოვიგეთ არჩევნები 64-დან 44 მუნიციპალიტეტში, 20-ში დაგვრჩა მოსაგები, როგორც კი მოვიგებთ და დასრულდება არჩევნების მეორე ტურიც, ვიღებთ რა მოცემულობას, რომ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად, ასევე მოგებული გვექნება მათივე გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი - ეს მეორე, მათი ბელადი არის ციხეში - ეს მესამე. შესაბამისად ყველანაირი წინაპირობა იქმნება იმის, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა

3 მაისი, 2024 , 11:02

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენ

რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ჰყოფნის და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ჩვენი ევროპული პერსპექტივა - `გირჩი მეტი თავისუფლება` და `დროა`

3 მაისი, 2024 , 10:57

ოცნების დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან - ასე ეხმაურებიან პარტიები "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" გუშინ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქ

პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას - საგარეო უწყება

3 მაისი, 2024 , 10:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, – ამის შესახებ ს

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას - მეთიუ მილერი

3 მაისი, 2024 , 10:29

ღრმად ვართ შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობი

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე - ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი

2 მაისი, 2024 , 18:19

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო კრემლის მსგავს პოზიციას იკავებს, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორ

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ხერტ იან კოოპმანი

2 მაისი, 2024 , 17:36

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი