პოლიტიკა
გვიწევს სერიოზულად დავფიქრდეთ არსებული ფორმატით ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთი ტენდენციურს უწოდებს ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აუცილებელია სერიოზულად დაფიქრება, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში.
როგორც „რია ნოვოსტი“ , რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, 3 მაისს ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭომ კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა „მორიგი არაკონსენსუსური გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ“.
„დოკუმენტი თავისი მიკერძოებულობითა და რეალობასთან შეუსაბამო აბსურდულობით განმაცვიფრებელია. მასში დეკლარირებულია არარსებული კუთვნილება საქართველოსადმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არის მცდელობა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ კონფლიქტისთვის, რომელიც საქართველოს აქვს ამ რესპუბლიკებთან, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში, ასევე ამ რესპუბლიკების შიგნით არსებულ ვითარებაზე.
თბილისი დასავლელი მფარველების მხარდაჭერით განაგრძობს საერთაშორისო მოედნებზე ცრუ პროპაგანდას, რომლის ერთადერთი მიზანია მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობები არ ჰქონდეს. საქართველოს დელეგაცია სისტემატურად ამბობს უარს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაში გვიწევს სერიოზულად დავფიქრდეთ არსებული ფორმატით ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 17:34
სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი
13 თებერვალი, 2026 , 17:17
რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა
13 თებერვალი, 2026 , 16:56
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო
13 თებერვალი, 2026 , 13:36
პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 12:23
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
13 თებერვალი, 2026 , 11:52


