უკან
საზოგადოება
14 მარტი, 2018 15:25
ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია თბილისშიც მიმდინარეობს
ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია თბილისშიც იმართება.
რაჭა-ლეჩხმუმ-სვანეთის მოსახლეობა ჰესების მშენებლობას საფრთხის შემცველად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მთავრობის ენერგოპოლიტიკა არასწორია.
აქციის მონაწილეები აზიის განვითარების ბანკის ოფისთან შეიკრიბნენ, თუმცა აქციის გაგრძელებას მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარლამენტის შენობასა და "იბიარდის" ოფისთან აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ჰესების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისში, ჯაჭვის ხიდთანაც დაიწყო.
ცირა გურგენიძე