უკან

საზოგადოება

13 იანვარი, 2017 16:40
font-size

HRW: საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად

Human Rights Watch-მა 2017 წლის მსოფლიო ანგარიში გამოაქვეყნა. 687-გვერდიან ანგარიშში ორგანიზაცია განიხილავს ადამიანის უფლებების პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში.

ანგარიშში საქართველოც მოხვდა. სხვადასხვა თემებთან ერთად ყურადღება წამება, არასათანადო მოპყრობასა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების საკითხსზე გამახვილდა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თარგმანშია ნათქვამი, საერთაშორისო ორგანზიაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია კონკრეტულ ფაქტებზე. მაგალითის სახით მოყვანილია ივლისში, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩამოთვლილ შემთხვევებზე.

„2015 წლის ნოემბრიდან 12 თვის განმავლობაში, საია-ში 62 საჩივარი შევიდა სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე; მათგან 45 ეხებოდა პოლიციის თანამშრომლების, ხოლო 17 ციხის თანამშრომლების მიერ ჩადენილ ქმედებებს. საია-ს ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებმა ვერ შეძლეს ამ ბრალდებების ეფექტიანად გამოძიება.

აგვისტოში, 22 წლის დემურ სტურუამ თავი მოიკლა. წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე დაწერა, ის ამბობდა, რომ ადგილობრივი პოლიციელი აიძულებდა, ინფორმაცია მიეწოდებინა იმ ადამიანებზე, რომლებსაც მარიხუანა მოჰყავდათ. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ სტურუას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც, პროკურორის თქმით, პოლიციელმა სტურუას გარდაცვალებამდე მიაყენა. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პოლიციელის წინააღმდეგ; წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროისთვის ეს საქმე კვლავ ძიებაში იყო. საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ეს საქმე საქართველოს „რეპრესიული ნარკოპოლიტიკის“ შედეგების მკაფიო მაგალითია”. -ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი