არქივი
კომენტარი
იანოშ ჰერმანი მთავრობის ახალ შემადგენლობასთან აქტიური თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანი საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებას გამოეხმაურა.
როგორც ჰერმანმა ჟურნალისტებს იმ კონფერენციის ფარგლებში განუცხადა, სადაც ვიშეგრადის ოთხეულისა და საქართველოს ურთიერთობას განიხილავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ თავად მიიღო.
„ეს გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ მიიღო. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მინისტრებს და იმ ხალხს, რომლებიც საკუთარ თანამდებობებს ტოვებენ. ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით მათთან და მოუთმენლად ველოდებით ახლად დანიშნულ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობასაც. ეს არის სტრუქტურული ცვლილება,რომელიც ერთადერთი არ არის, რომელიც განხორციელდა. ვიმედოვნებთ, რომ კონტაქტში შევალთ მთავრობასდაქვემდებარებულ სხვადასხვა სტრუქტურასთან და ვნახავთ, როგორ გავანგრძელებთ თანამშრომლობას ახალი გარემოებების გათვალისწინებით“,-განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება ევროინტეგრაციის საკითხებში სამინისტროს გაუქმებას, იანოშ ჰერმანი ამბობს,რომ შეხვდება იმ ხალხს ვინც ევროინტეგრაციის საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.
„სახელმწიფო მინისტრი კურირებდა ევროინტერგრაციის საკითხებს და ეს სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან. შევხდებით იმ ხალხს, ვინც ევროინტეგრაციის საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი და ვნახავთ, რა პირობები იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“,-განმარტა ევროკავშირის ელჩმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

