უახლესი ამბები
- 17.12.2024 11:36საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან - ირაკლი კობახიძე
- 17.12.2024 09:52სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- 17.12.2024 09:00გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ - მეთიუ მილერი
არქივი
პოლიტიკა
![](http://medianews.ge/crop.php?img=http://medianews.ge/files/news2/iaponiamiwisdzvra221116.jpg&width=560&height=300&watermark=true)
![font-size](http://medianews.ge/public/assets/images/font-size.png)
იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, არსებობს ცუნამის საშიშროება.
ამერიკის ეროვნული გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ფუკუსიმას პრეფეკტურაში, ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა.
როგორც ადგილობრივმა ტელეარხმა NHK-მა ექსტრემალურ გამოშვებაში განაცხადა, არსებობს ცუნამის საშიშროება, ამიტომ სანაპიროსთან ახლოს მდებარე რაიონებიდან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცუნამის საშიშროების გამო ატომური ელექტროსადგურის „ფუკუსიმა2“-ის გაგრილების სისტემა იქნა შეჩერებული.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს იაპონიაში 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ამის შემდეგ კი, ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთს გიგანტური ცუნამი დაატყდა, რომლის სიმაღლე 15 მეტრს აღწევდა.
ცუნამიმ „ფუკუსიმა1“-ს ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგების სისტემა დატბორა, რის გამო რეაქტორების გაგრილების სისტემამ მუშაობა შეწყვიტა.
ელექტროსადგურზე მომხდარი ავარია, ჩერნობილის შემდეგ, ყველაზე დიდ ავარიად იქნა მიჩნეული.
მონიკა დავლიანიძე
რაც არ უნდა ილაპარაკონ ოლიგარქის მონებმა, მათი ენა გაუგებარია მსოფლიოსა და ცივილიზებული დასავლეთისთვის - მიხეილ სააკაშვილი
17 დეკემბერი, 2024 , 13:15
იმედი გვაქვს, 20 იანვრიდან კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან შანტაჟი და ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა დასრულდება - ირაკლი კობახიძე
17 დეკემბერი, 2024 , 11:51
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას - ირაკლი კობახიძე
17 დეკემბერი, 2024 , 11:43
საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან - ირაკლი კობახიძე
17 დეკემბერი, 2024 , 11:36
გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ - მეთიუ მილერი
17 დეკემბერი, 2024 , 09:00
მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში - სალომე ზურაბიშვილი
14 დეკემბერი, 2024 , 20:02