უკან

პოლიტიკა

1 ივნისი, 2017 18:40
font-size

იაპონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნა

ტოკიოში საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

სადღესასწაულო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა მოტომე ტაკიზავამ და იაპონიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის გენერალურმა მდივანმა იასოტუში ნიშიმურამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ხაზი გაუსვეს იაპონიასა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. იაპონიის ვიცე-მინისტრმა მიულოცა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე, როგორც მან საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა საქართველო იაპონიის უმნიშვნელოვანესი მეგობარია და მასთან ერთად იზიარებს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს როგორიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა. მისი თმით საქართველო-იაპონიის ურთიერთობები გასცდა პოლიტიკის სფეროს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ეკონომიკა, ხალხთაშორისი კონტაქტები, კულტურა და ტურიზმი.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს განვითარებაში დამოუკიდებლობის აღდგენის საწყის ეტაპზე და მადლობა გადაუხდა იაპონიის მთავრობას და იაპონელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისა და როგორც მატერიალური, ასევე ტექნიკური დახმარებისთვის. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ამ 25 წლის განმალობაში საქართველოსა-იაპონიას შორის ჩამოყალიბდა ბრწყინვალე თანამშრომლობა და დღეს არის შესაძლებელია ახალი ფურცელი გადაიშალოს ორმხრივ ურთიერთობაში.

სადღესასწაულო მიღებას ესწრებოდნენ იაპონიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, იაპონიის საქმიანი წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

მიღების ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა იაპონიის მუსიკალურმა ჯგუფმა "იამაშიროგუმი", ასევე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ქ. ჰიროშიმას მერის კაზუი მაცუმის მისალოცი გზავნილი.

სადღესასწაულო მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული კულტურის და ქართული ანბანის ამსახველი ფოტო-გამოფენა.

საკვანძო სიტყვები:

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება - ირაკლი კობახიძე

1 მაისი, 2024 , 18:15

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრე

მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი

1 მაისი, 2024 , 16:15

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა. იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდ

ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი

1 მაისი, 2024 , 15:39

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა 30 აპრილს - 1 მაისს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეების დარბევას. "ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროს არის გამოსავალი. გერ

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი

1 მაისი, 2024 , 15:27

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს გან

ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება - პრეზიდენტი

1 მაისი, 2024 , 14:46

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ა

„სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს“ - ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

1 მაისი, 2024 , 12:31

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა. „სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი