უახლესი ამბები
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


„იბერია ტვ“-სა და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო შექმნილი საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად ვერ გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა - ნატო ჩხეიძემ „პატრიოტთა ალიანსი” დატოვა
ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ ოფიციალურად დატოვა „პატრიოტთა ალიანსი“. მისი თქმით, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების დროს მან ვერ იგრძნო მხარდაჭერა „პატრიოტთა ალიანსისგან“, რის გამოც გადაწყვიტა პარტიიდან გასვლა.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის საპარლამენტო საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
„ამ ორ კვირაში სესიიდან სესიამდე საკმარისზე მეტი მავნე და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება მოასწრო ხელისუფლებამ, ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტად ნარკოპლანტაციები რომ დასახა და მარიხუანა მწვანე ოქროდ წარმოგვიდგინა. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი და ანტიმორალური გადაწყვეტილება, რასაც ქართულმა ეკლესიამ დროულად შეუშალა ხელი , მაგრამ, ჩანს, ჯერ ვერ აღკვეთა.
ამავე ორ კვირაში გახმიანდა კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა - სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია „იბერია“, განსაცდელშია „ომეგა ჯგუფში“ დასაქმებული 1500-მდე ადამიანი, დახურულია საწარმო. ამ მოვლენამ გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი, რასაც შეუერთდა ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელი სპექტრი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს თანადგომა „ომეგა ჯგუფისადმი“, მედიისადმი და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად ვერ გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაბამისად, გავდივარ პარტიიდან.
ვიმედოვნებ, რომ პარლამენტში დროის გარკვეულ მონაკვეთში მოინახება ერთი დეპუტატი, რათა ფრაქციამ „საქართველოს პატრიოტები“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა და იმ ერთმა დეპუტატმა ჩამანაცვლოს მე. მე კი სადეპუტატო მოვალეობის შესრულებას გავაგრძელებ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით“, - განაცხადა ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12