მსოფლიო
იერუსალიმში აშშ-ის საელჩო მაისში გადავა
აშშ თავის საელჩოს იერუსალიმში მაისში გახსნის, რითაც დაამთხვევს ისრაელის სახელმწიფოებრიობის 70-ე წლისთავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ახალი საელჩო განთავსებული იქნება შენობაში, სადაც ამჟამად აშშ-ის საკონსულო ოპერაციები ტარდება.
ვაშინგტონის განცხადებით, საელჩოს თანამშრომელთა დიდი ნაწილი თელ ავივში დარჩება, სანამ იერუსალიმში მდებარე შენობა არ გაფართოვდება. თუმცა იერუსალიმში გადავა აშშ-ის დესპანი ისრაელში დევიდ ფრიდმენი, რომელიც ლობირებდა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს ტრამპთან, თავის ერთ-ორ დამხმარესთან ერთად.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპი იქნება უსაფრთხო ადგილის მოძებნა იერუსალიმში ახალი საელჩოს ასაშენებლად, რაც „გრძელვადიანი ღონისძიება“ იქნება.
დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გასული წლის 6 დეკემბერს აღიარა.
ანა მებურიშვილი