უკან
საზოგადოება
2 თებერვალი, 2017 12:35
ილია მეორე ჯანმრთელობის გაუარესების გამო გერმანიაში მიემგზავრება
ტელეკომპანია "იბერიას" ინფორმაციით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის გაუარესების გამო გერმანიაში მიემგზავრება.
გადაწყვეტილება ექიმებმა წუხელ მიიღეს.
პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ,,იბერიასთან’’ საუბარში ამბობს, რომ ნაღვლის ბუშტში პატრიარქს აქვს კენჭი, რის გამოც ანთებითი პროცესი გამწვავდა.
პატრიარქი გერმანიაში, ბერლინში სპეციალური რეისით დღეს მიემგზავრება.
,,რა სახის სამედიცინო ჩარევა იქნება, იქიდან შეგატყობინებთ. შესაძლოა, ქირურგიულზეც იყოს ლაპარაკი’’, - ამბობს ცისანა შარტავა.
ნინო ექვთიმიშვილი