უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აპრილი, 2017 16:35
font-size

ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სულიერ ლიდერს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერ ლიდერს შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს შეხვდა.

პატრიარქმა მუსლიმთა სულიერი ლიდერებისადმი მიმართვაში იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანში ქართული კულტურული დაწესებულებები ისეთივე თავისუფალი არის, როგორც საქართველოში მუსლიმური.

„საქართველოში 400-მდე მეჩეთი და ჯამე, სკოლები და გამომცემლობებია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული კულტურული დაწესებულებები ასევე თავისუფალი არის და იქნება აზერბაიჯანში“,- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, იგი მოხარულია, რომ ურთიერთობა, რომელიც წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის არსებობდა, დღეს ვითარდება და ძლიერდება.

თავის მხრივ, შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადემ განაცხადა, რომ „მთელ მსოფლიოში შესაძლოა, ანალოგი არ მოიძებნოს იმას, რომ მუსლიმური რელიგიის შეიხი პატრიარქს ეწვევა, ხელზე კოცნის მას, აღიარებს მას თავის უხუცესად. მე მსურს ქართველმა ხალხმა გაიგოს და აქ დამსწრე მუსლიმებმაც, რომ მისი უწმინდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ უიშვიათესი ადამიანი“.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პატრიარქის მოსანახულებლად ჩამოვიდა, როდესაც შეიტყო, რომ მისი უწმინდესობა შეუძლოდ იყო, გადაწყვიტა გერმანიაში მოენახულებინა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა, ამიტომ უწმინდესს დღეს თბილისში ეწვია.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი