არქივი
კომენტარი
იმედია, მივიღებთ პასუხს კითხვაზე თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს ოპოზიცია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპიზიციას კითხვით მიმართავს თუ რა არის კონსტიტუციის კანონის პროექტის ის ახალი რედაქციის ფორმა, რასაც ისინი მხარს დაუჭერენ.
როგორც დეპუტატი ამბობს, ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის კვლავ მზად არის, თუ მათი ინტერესი კონსესუსია და არა ხელისუფლების უფრო ღრმად ჩიხში შეყვანა.
მისივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვილილებების შესახებ, ოპოზიციასთან კონსულტაციები სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შედგება.
”ულტიმატუმები და პირობები მაშინ არ წაგვიყენებია ოპოზიციისათვის, როდესაც მათი წინადადებების დიდი ნაწილი გავიზიარეთ კომისიის მუშაობისას, არც მაშინ, როდესაც ახალ პროექტში ჩავწერეთ, რომ 2020 წლისათვის ბარიერი 3%-მდე დაიწეოდა. მიუხედავად ამისა, კვლავაც მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი ოპოზიციასთან და მათი მხრიდან ნებისმიერი რაციონალური წინადადების დაყენების შემთხვევაში, ვიფიქროთ შესაბამისი იურიდიული გადაწყვეტილების მექანიზმებზეც.
იმედი გვაქვს დიალოგისას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება, მივიღებთ პასუხს მთავარ კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს ქართული ოპოზიცია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი იქნება ისეთი, რომელიც კიდევ უფრო ღრმად არ შეიყვანს ჩიხში მათ პოზიციას და მოემსახურება კონსესუსის მიღწევას”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

