უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 ივლისი, 2017 09:15
font-size

იმედია, მივიღებთ პასუხს კითხვაზე თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს ოპოზიცია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპიზიციას კითხვით მიმართავს თუ რა არის კონსტიტუციის კანონის პროექტის ის ახალი რედაქციის ფორმა, რასაც ისინი მხარს დაუჭერენ.

როგორც დეპუტატი ამბობს, ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის კვლავ მზად არის, თუ მათი ინტერესი კონსესუსია და არა ხელისუფლების უფრო ღრმად ჩიხში შეყვანა.

მისივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვილილებების შესახებ, ოპოზიციასთან კონსულტაციები სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შედგება.

”ულტიმატუმები და პირობები მაშინ არ წაგვიყენებია ოპოზიციისათვის, როდესაც მათი წინადადებების დიდი ნაწილი გავიზიარეთ კომისიის მუშაობისას, არც მაშინ, როდესაც ახალ პროექტში ჩავწერეთ, რომ 2020 წლისათვის ბარიერი 3%-მდე დაიწეოდა. მიუხედავად ამისა, კვლავაც მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი ოპოზიციასთან და მათი მხრიდან ნებისმიერი რაციონალური წინადადების დაყენების შემთხვევაში, ვიფიქროთ შესაბამისი იურიდიული გადაწყვეტილების მექანიზმებზეც.

იმედი გვაქვს დიალოგისას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება, მივიღებთ პასუხს მთავარ კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს ქართული ოპოზიცია კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი იქნება ისეთი, რომელიც კიდევ უფრო ღრმად არ შეიყვანს ჩიხში მათ პოზიციას და მოემსახურება კონსესუსის მიღწევას”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს - კელი დეგნანი

5 მარტი, 2021 , 20:13

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას აღნიშნა, რომ ორივე მხარეს აქვს სურვილი, გამოსავალი მოიძებნოს და მოთხოვნებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერი საუბა

მის პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი -თეა წულუკიანი

5 მარტი, 2021 , 16:35

"ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის განცხადებით, პოლიტიკური კარიერა ციხეზე არ გადის და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოიტანს. "მე ვფიქრობ, პოლიტიკურად, თ

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი

4 მარტი, 2021 , 21:18

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, როდესაც საერთოდ კითხვის

გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები – ნათია თურნავა

4 მარტი, 2021 , 15:30

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები გამოჩნდა. ამი შესახებ, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა გა

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი

3 მარტი, 2021 , 14:15

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევას მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ. არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი

მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს - ლადო კახაძე

3 მარტი, 2021 , 12:55

გასაღები ნიკა მელიას ხელშია. პირდაპირ განაცხადა პროკურატურამ, რომ ჩვენი თვითმიზანი მისი დაჭერა არ არისო, - ამის შესახებ პარლამენტრმა, „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო კახაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას