უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 თებერვალი, 2017 18:50
font-size

ინდუსტრიაში დასაქმებულთა გლობარული კავშირის გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს რუსთავის „აზოტის“ საქმეში ჩარევას სთხოვს

ინდუსტრიაში დასაქმებულთა გლობარული კავშირის IndustriALL Global Union-ის გენერალური მდივანი ვალტერ სანჩესი საქართველოს პრეზიდენტისგან გიორგი მარგველაშვილისგან ითხოვს, ჩაერიოს რუსთავის „აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშების საქმეში. აღნიშნულის შესახებ მის ოფიციალურ მიმართვაში წერია.

სანჩესი მიმართავს საქართველოს პირველ პირს, რომ რუსთავის „აზოტის“ ხელმძღვანელობის მხრიდან შეჩერდეს დასაქმებულთა უფლებების დარღვევა. გენერალური მდივანი წერს, რომ „აზოტში“ მძიმე სამუშაო პირობებია, ხოლო საწარმოში დარჩენილ მუშებს წვრილი შრიფტით დაწერილი „5-გვერდიანი კონტრაქტების ხელწმოწერას აიძულებენ“. განცხადებაში წერია, რომ მუშებს არ აძლევენ შესაძლებლობას, გაეცნონ კონტრაქტის პირობებს.

განცხადების დასასრულს სანჩესი სთხოვს პრეზიდენტს, რომ მთავრობამ აღადგინოს სამუშაოზე 350 დათხოვნილი მუშა, ასევე სასწრაფო წესით გაუქმდეს ახალდადებული კონტრაქტები. Global Union-ის გენერალური მდივანი ასევე წერს, რომ მომავალი კონტრაქტების დადების პროცესი პროფკავშირების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს.

Industriall Global Union არის ინდუსტრიაში დასაქმებულთა გლობარული კავშირი, რომელიც აწევრიანებს 140 ქვეყნის, 600 დარგობრივი პროფკავშირის, 50 მილიონზე მეტ წევრს. მასში ასევე შედის რუსთავის „აზოტის“ პროფკავშირი და საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირები.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს რუსთავის „აზოტიდან“ 350 ადამიანი გაათავისუფლეს. მიზეზად საწარმოში მიმდინარე რეორგანიზაცია დასახელდა.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი