უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 აპრილი, 2021 10:42
font-size

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

განათლების სამინისტროს ცნობით, კოვიდის პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება გრძელდება.

„ამჯერად, ტესტირება N133 სკოლაში ჩატარდა, სადაც 1 600 მოსწავლის უსაფრთხოება ზედმიწევნით არის დაცული. N133 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით. ამასთანავე, შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლაც, რათა ბავშვები ყველა გარეშე პირისგან იყვნენ დაცული. N133 სკოლაში ჩატარებული ოთხი ტესტირების შედეგად, ამ დრომდე ვირუსი არავის გამოვლენია. მიკრობიოლოგიური ლაბორატორია „ჰელსილაბის“ წარმომადგენლებმა მასწავლებლების, მანდატურების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ტესტირება ამჯერად მეხუთედ ჩაატარეს და როგორც სკოლის ადმინისტრაცია ვარაუდობს, სათანადოდ დაცული ჰიგიენური პირობების გამო, ვირუსი კვლავ არავის დაუდასტურდება“, – აცხადებენ უწყებაში.

სკოლებში სავალდებულო ტესტირება ორკვირიანი ინტერვალით ტარდება. ტესტირება ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ახორციელებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი