უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:38სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. თანამშრომლობა ისეთ სფეროებს შეეხება, როგორიცაა სასამართლო სისტემა, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების საკითხები.
მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზეც ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით, ქართული მხარისთვის ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა ინკლუზიურია და ყველა გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის შედეგად მიიღება.
ირაკლი კობახიძემ თორბიორნ იაგლანდს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული კონსოლიდირებული ანგარიშისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ სამდივნოს დელეგაციას არ ეძლევა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება, რათა ადგილზე შეაფასოს არსებული მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშები საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშების მომზადება საქართველოს მიმართ ყურადღებისა და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
შეხვედრაზე საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმებიც განიხილეს.
საკვანძო სიტყვები:
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26


