უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 თებერვალი, 2017 17:00
font-size

ირაკლი კობახიძე ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანს შეხვდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმი ხალხთაშორისი ურთიერთობების, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი კობახიძემ ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარ მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანება; ამასთან, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ურთიერთობის გაღრმავება შუა აღმოსავლელ პარტნიორებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნეს, რომ ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება, რასაც ხელი რეგულარულმა ავიამიმოსვლამ შეუწყო, რაც მათივე შეფასებით, მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის საწინდარია.

მხარეებმა გეოპოლიტიკური ვითარებაც მიმოიხილეს. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო საზოგადოებისა და კონსოლიდირებული მოქმედებების მნიშვნელობაზე.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათთან თანამშრომლობა. არაბულ ქვეყნებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მხრივ, არსებობს ეკონომიკური კავშირები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იყო საუბარი ამაზეც და ასევე, ვისაუბრეთ იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც საქართველოსთვის აქტუალურია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ოკუპაციის, რუსეთთან ურთიერთობის და ასე შემდეგ. სტუმრებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეხვედრას, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი

6 თებერვალი, 2026 , 12:38

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტე

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი