უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:38სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ Freedom House-ის ანგარიშის ავტორები მიკერძოებულობაში დაადანაშაულა
„დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების შესახებ Freedom House-ის ბოლო ანგარიშს.
ორგანიზაციის ბოლო ანგარიშს მიეძღვნა დღევანდელი ბრიფინგი. კობახიძის თქმით, ანგარიშში არაა გადმოცემული ის დადებითი ცვლილებები, რაც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წლის შემდეგ.
„2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ნულოვანი ბალანსი ხელისუფლების ორგანოებს შორის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა – მათ შორის ადამიანების წამების, გაუპატიურების, საკუთრების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, სასამართლოს სრული დაქვემდებარება იუსტიციის სამინისტროზე, ხელისუფლების ტოტალური თვითნებობა. ეს პრობლემები საქართველოში 2012 წლიდან არსებითად გადაიჭრა. ამ ფონზე, ანგარიშის თანახმად, 7-ბალიან შკალაში მხოლოდ 12 მეასედით არის გაუმჯობესებული საქართველოს რეიტინგი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რაც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმდჯომარის უკმაყოფილება გამოიწვია მედიათავისუფლების სფეროში მიღებულმა ქულამ. მისი განცხადებით, ასეთი შეფასება „ღიმილის მომგვრელია“, რადგან წინა ხელისუფლების დროს მედიასივრცე სრულიად მონოპოლიზებული იყო.
„კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც ღიმილისმომგვრელია. 2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედიაგარემოზე. 2004-2012 წლებში სამივე ეროვნულ მაუწყებელზე - „რუსთავი 2-ზე“, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „იმედზე“ უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ე.წ. ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ ანგარიშში გაკრიტიკებულია სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით საკუთრების უფლების დაბრუნება იმ პირისთვის, რომელსაც როგორც მთელი ქართული საზოგადოებისთვის არის ცნობილი, წაართვა ტელევიზია მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მიზნებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე 2012 წლის და დღევანდელი რეიტინგის იდენტობა მედიის კუთხით ანგარიშის მიკერძოებულობაზე მეტყველებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ტენდენციურობა გამოვლინდა სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებაშიც.
„იგივე შეიძლება ითქვას სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, სადაც ანგარიშის თანახმად, ქვეყნის რეიტინგი სულაც 25 მეასედით არის გაუარესებული 2011 წელთან შედარებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ამის შედეგი იყო უკანონო სისხლის სამართლებრივი განაჩენები ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ. სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენთა და სხვა პირთა რეკეტისთვის, ასევე პოლიტიკური დევნისთვის. სასამართლო ეფექტიანად აღასრულებდა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რის შედეადაც ციხის პოპულაციამ საქართველოში 24 500-ს მიაღწია. 2012 წლის შემდეგ სასამართლო განთავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისგან, რადიკალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და მოქალაქეების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა. სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და მათი უფლებების შელახვის ინსტრუმენტად. ასევე გატარდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად. ამ ფონზე კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში ღიმილის მომგვრელია. ასევე გაღიმებას იწვევს ანგარიში სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში. თუ 2012 წლამდე სამოქალაქო საზოგადოება იყო მეტწილად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ოპოზიციურისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო შესაბამის რეიტინგზე, თუმცა კვლევის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს“, - თქვა პარლამენტის თავმდჯომარემ.
კობახიძის შეფასებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუსაბუთებელია, იქნება ეს საუბარი არაფორმალურ მმართველობასა თუ „პანორამა-თბილისის“ მშენებლობაზე.
„საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძისთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა ორგანიზაციის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან.
„შემაშფოთებელია ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილი პროდასავლური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ და ამ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ამოცანაც არის, თუმცა ეს მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია აღარ ვრცელდება სააკაშვილსა და მის პარტიაზე, რომლებიც ობიექტურ მიზეზთა გამო აღარ არის საინტერესო ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფრაზა ჩვენს გაკვირვებას იწვევს“, - განაცხადა კობახიძემ.
Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგი 0,07 ქულით გაუარესდა. სულ საქართველომ დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა მიიღო. შეფასებითი სისტემა 7-ქულიანია, აქედან 1 საუკეთესოს ნიშნავს, ხოლო 7 კი ყველაზე ცუდ მდგომარეობაზე მიუთითებს.
საკვანძო სიტყვები:
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26


