უახლესი ამბები
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:11XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
- 25.11.2024 11:32იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
- 25.11.2024 10:35პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი
- 25.11.2024 10:24ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
- 25.11.2024 08:50საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი
არქივი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძეს არითმეტიკით დაკავებას ურჩევნია, დეპუტატებთან ურთიერთობით დაკავდეს - დავით ჭიჭინაძე
უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დეპუტატებთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ადამიანები, ვინც ვერ გრძნობენ, თუ რა ხდება გარეთ და არ არიან მიმდინარე მოვლენებისადმი ადეკვატური, ყოველთვის გარიყული იქნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მე არ მითქვამს, რომ ირაკლი კობახიძე დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ეს ადამიანი თავად ამბობს, რომ მის გადაყენებას სჭირდება 50 დეპუტატის ხელმოწერა. დაუთვლია კიდეც და არითმეტიკით არის დაკავებული. თუმცა არითმეტიკით დაკავებას ურჩევნია, დეპუტატებთან ურთიერთობით დაკავდეს”, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
12 აპრილს კობახიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ხუთი დეპუტატიც არ არის, ვინც მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.
ინფორმაცია უმრავლესობაში არსებული დაპირისპირებისა და ირაკლი კობახიძის გადადგომის შესაძლო დაყენების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.