უახლესი ამბები
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
არქივი
პოლიტიკა


ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით, სამხედრო სამსახურისგან მოტყუებით თავის არიდება ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებასთან წამოყენებული ინიციატივა შეიძლება შეეხოს „გირჩის“ მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციას.
მისი თქმით, სამუშაოა კანონის იმ ხარვეზებზე, რომელიც უნდა ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუკი პირი მოტყუებით დააღწევს თავს სამხედრო სამსახურს.
„რაც შეეხება "გირჩის" მიერ ინიცირებულ რელიგიურ ორგანიზაციას და ამის საშუალებით კონსტიტუციური ვალდებულებისთვის თავის არიდების მცდელობას გარკვეული წვევამდელების მხრიდან - ეს საკითხი პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის. ამ შემთხვევაში, ამ ცვლილებების შემდეგ, თუკი სამხედრო პოლიცია ჩათვლის, რომ თავის არიდების საფუძველი იყო მოტყუება, ცხადია, შესაძლებელია ამ მიმართულებითაც კანონის გამოყენება. თუმცა პარლამენტის და პოლიტიკის განსაზღვრის მიზანი არ არის, რომ ვიღაცის წინააღმდეგ რაღაც გავაკეთოთ. ფაქტია, რომ ხარვეზი იყო კანონში და ჩემთვის მთავარია, ეს საკითხი დარეგულირდეს“,- განაცხადა სესიაშვილმა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებული ინიციატივის ავტორია ირაკლი სესიაშვილი. მისი განხილვა თავდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება. მოხდება დაზუსტება, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების რა მიზეზი გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ცვლილებათა პაკეტის თანახმად, წვევამდელის მიერ ავადმყოფობის სიმულაცია, განზრახ თვითდაზიანება, ყალბი დოკუმენტების გამოყენება ან სხვა ტიპის მოტყუება დაისჯება ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12