უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ნოემბერი, 2016 14:10
font-size

ირინა სარიშვილი არის რუსეთის აგენტი, ელისო კილაძე ჩვეულებრივი შავრაზმელი ჟურნალისტია - ოთარ კახიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის ოთარ კახიძის თქმით, ირინა სარიშვილისა და ელისო კილაძის ნდობა არ შეიძლება. ამის შესახებ კახიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის, კილაძე და სარიშვილი დაბრკოლებას წარმოადგენენ.

,,ირინა სარიშვილი არის რუსეთის აგენტი. ყოფილი თუ მოქმედი, არ მაინტერესებს. მე არ ვენდობი მსგავს მხარდამჭერებს. რაც უნდა ის შემოხაზოს, მისი მოსაზრებების ტირაჟირება და პარტიის რუპორად წარმოჩენა არ შეიძლება.

ჩემი მთავარი პრიორიტეტია უფრო მეტი ამომრჩევლის დარწმუნება, რომ ჩვენ უფრო წესიერები, ღირებულებების ერთგულები, პრინციპულები და კომპეტენტურები ვართ. ამ საქმეში კილაძე და სარიშვილი მხოლოდ დაბრკოლებას წარმოადგენენ.“

,,ელისო კილაძე არის ჩვეულებრივი შავრაზმელი ჟურნალისტი - ასავალ-დასავალის სტილის გაზეთით - ქრონიკა პლუსი და საავტორო გადაცემით ეფესბეშნიკურ ტელევიზია ობიექტივზე. შესაბამისად, არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს ელისო კილაძეს ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან და ამ პარტიის მხრიდან დეკლარირებულ ღირებულებებთან. ამიტომ არ დამიშეარებია არასდროს ელისო კილაძის არცერთი განცხადება, მიუხედავად ილუზიისა, რომ თითქოს ეს იყო ხელისუფლებისთვის საზიანო. არ შეიძლება მსგავსი სუბიექტების ნდობა”, - წერს ოთარ კახიძე.

კახიძეს გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე რამოდენიმე პოსტით გამოეხმაურა.

,,ოთო კახიძეს ვინმემ გადაეცით (მე დაბლოკილი ვყავარ), ჩემთან ბრძოლას ბიძინას ებრძოლოს-დამავალებს ძაან“.

,,არც ერთი სტატუსი (სტატია)არ დამიწერია იმიტომ,რომ ოთო კახიძეს და მისნაირებს გაეზიარებინათ (არასოდეს მაინტერესებდა მართული ქვეშემდომების აზრი“ , - წერს ელისო კილაძე.

კახიძის პოსტს ,,ფეისბუქშივე“ გამოეხმაურა პარტია ,,იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილიც.

,,თქვენა შვილო ჩემ წინააღმდეგ საბრძოლველად შედიხართ პარლამენტში თუ ივანიშვილის? ვინაა ეს ბოვში რა უნდა?“, - წერს სარიშვილი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა