უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2017 18:20
font-size

ირმა ინაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ძი იანჩისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის მნიშვნელოვნად განვითარებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ მეტად უნდა გაღრმავდეს.

„განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკური ურთიერთობების თემაზე გაკეთდა. საქართველოში ჩინური კომპანიების არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ტელესაკომუნიკაციო და სოფლის მეურნეობის სფეროში. ელჩმა კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს კიდევ მეტი ჩინური ინვესტიცია და ხაზი გაუსვა, რომ ჩინელი ინვესტორები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებენ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა ყურადღება უცხოური საინვესტიციო პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის საკითხებსაც შეეხო.

ელჩი დაინტერესდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით. მიიღო ინფორმაცია იმ კანონპროექტების შესახებ, რომელთა წარდგენასაც ფრაქცია საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება საქართველო-ჩინეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც არაერთი იდეა და პროექტი განხორციელდება, რაც ორი ქვეყნის პარლამენტის ურთიერთობას კიდევ მეტად გააღრმავებს.

შეხვედრაზე ირმა ინაშვილმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სახელით, თბილისში, ჩინელი პოლიტიკოსი ქალების მოწვევის სურვილი გამოხატა. „ელჩმა, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოხატა და ამ მიმართულებით დახმარებას და თანადგომას დაგვპირდა, რათა რაც შეიძლება მეტი ჩინელი პოლიტიკოსი ქალი ჩამოვიდეს თბილისში და ჩვენს ქვეყანას და საპარლამენტო საქმიანობას გაეცნოს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირმა ინაშვილმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა