უკან
არქივი
პოლიტიკა
16 აგვისტო, 2017 13:53
ირმა ინაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება. ის ოფიციალურად დღეს წარადგინეს.
ირმა ინაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართება.
„ეს უნდა იყოს ბრძოლა თავისუფლებისთვის. არჩევნები ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე“, - განაცხადა „პატრიოტების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.
პარტიის პოლისტსაბჭომ მერობის კანდიდატის შერჩევაზე გუშინ იმსჯელა და ოთხი კანდიდატურიდან ირმა ინაშვილი შეარჩია.