უახლესი ამბები
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ირმა ინაშვილმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფართომასშტაბიანი აქციების დაწყება დააანონსა. პირველი აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 17 სექტემბერს, 16 საათზე გაიმართება.
აქციების მთავარი მიზეზი კონსტიტუციის ახალი კანონპროექტი გახდა. „პატრიოტთა ალიანსი“ კიდევ რამდენიმე საკითხს გააპროტესტებს, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.
„ჩვენ გავაპროტესტებთ ასევე ქართული მიწის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. გავაპროტესტებთ იმ ჩანაწერის გაქრობას კონსტიტუციიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება აქვს ყველა მოქალაქეს, გავაპროტესტებთ ასევე ბანკების ძალადობას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის წინააღმდეგ, ასევე გავაპროტესტებთ ხელისუფლების უმოქმედებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით“, - განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტების“ თბილისის მერობის კანდიდატმა გამორიცხა რომელიმე სხვა პარტიის თანაორგანიზატორობა.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ მცდელობას, კონკრეტულად ჩვენი პარტიის მიერ ორგანიზებულ ამ აქციასთან მოხდეს ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის დაკავშირება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთასთან- ბოკერიასა და გოცირიძის ფრთებთან, რაც ტყუილია და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს“, -თქვა ინაშვილმა.
ინაშვილის განმარტებით, ტელეკომპანია „იმედის“ გუშინდელ სიუჟეტში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა აქციის ორგანიზატორებად „ირიბად იყვნენ მიბმული“ „რესპუბლიკელები“ და სხვა პარტიები.
„[მათთან] ჩვენ, „საქართველოს პატრიოტები“ არათუ აქციას არ გავმართვთ, არამედ არ ვაპირებთ საერთოდ არანაირ პოლიტიკურ თანამშრომლობას: არც ღია და არც ფარულ კომუნიკაციას“, - განაცხადა ინაშვილმა.
აქციების გამართვა ასევე იგეგმება ბათუმში. ინაშვილის ინფორმაციით, დასკვნითი აქცია 8 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ჩატარდება. ალიანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს აქციებს, თუკი ხელისუფლება მათი მოთხოვნების 90%-ს შეასრულებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12