უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 მაისი, 2018 12:30
font-size

ისრაელის ჯართან შეტაკებისას 58 პალესტინელი დაიღუპა

ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის ჯართან დაპირისპირების შედეგად 58 პალესტინელი დაიღუპა. პალესტინელები აპროტესტებდნენ იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს ოფოციალურ გახსნას, რაც შეტაკებაში გადაიზარდა.

პალესტინელთა თქმით, დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 2700 ადამიანი დაშავდა.

პალესტინელთა 7-კვირიანი საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში გუშინდელი შეტაკება ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.

პალესტინელები აქციას დღესაც გეგმავენ, რაც ემთხვევა „ნაკბას“ 70-ე წლისთავს - ამ დღეს იხსენებენ პალესტინელთა მასობრივ განდევნას, რაც მოჰყვა 1948 წლის ომსა და ისრაელის შექმნას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარი იცავდა თავს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომელსაც, მისი თქმით, ისრაელის განადგურება სურს.

ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახურის განცხადებით, ებრაელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს იმ ადამიანებს, ვინც „ეწეოდა ტერორისტულ საქმიანობას“, ხოლო დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

ოფიციალური იერუსალიმის თქმით, არეულობაში 40 000-მა პალესტინელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ისრაელი-ღაზას საზღვრის 13 მონაკვეთზე ცდილობდნენ საზღვრის გარღვევას.

პალესტინელები ებრაელ ჯარისკაცებს ქვებსა და ყუმბარებს ესროდნენ.

პალესტინის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა გუშინდელ შეტაკებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ პალესტინელთა „ხოცვა - ჟლეტა“ გრძელდება. პალესტინაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, წინა წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც მოჰყვა პალესტინელთა უკმაყოფილება. ქალაქის სტატუსი ერთ-ერთი სადაო საკითხია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში. პალესტინელები მიიჩნევენ, რომ იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა გახდეს.

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლე

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი

9 ოქტომბერი, 2025 , 08:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანა