უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


„ისრაელის სახლის“ მეთოდიკამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ისრაელის პოლიტიკურმა ელიტამ „ისრაელის სახლის“ კონცეფციისადმი კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა. ჰასბარასა (ისრაელის წარმოდგენა) და ქვეყნებს შორის ურთიერთობის „ისრაელის სახლის“ მეთოდიკას ამჯერად ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი, საპარლამენტო პარტია „ავოდას“ ლიდერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამირ ფერეცი ოფიციალური წერილით გამოეხმაურა.
წერილი პარტიის ლიდერმა „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს იციკ მოშეს გაუგზავნა. ფერეცი მას თბილისში ვიზიტის შთაბეჭდილებებს უზიარებს და „ისრაელის სახლის“ საქმიანობაზე წერს: ეს არის მოდელი, რომლის 100 ქვეყანაში გადატანას მხარს ვუჭერ. ეს მეთოდი უნდა გახდეს განხილვის თემა მთავრობის სხდომებსა და საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე უწყებებში, რადგან მნიშვნელოვანია ისრაელის საგარეო პოლიტიკისთვის.
ამირ ფერეცი თბილისში ცოტა ხნის წინათ იმყოფებოდა. ის საქართველოს სპეციალურად „ისრაელის სახლის“ საქმიანობის გასაცნობად ეწვია. „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლისა და ყოფილ საბჭოთა კავშირში მსოფლიო ებრაული სააგენტოს წარმომადგენლობის პირველი ხელმძღვანელისგან, იციკ მოშესგან მოისმინა დაწვრილებითი ინფორმაცია 30 წლის წინათ დიდი ალიის დაწყების პერიპეტიებსა და ბოლო 6 წლის განმავლობაში „ისრაელის სახლის“ ეგიდით ჰასბარას კამპანიისა და ისრაელ-საქართველოს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ.
ვიზიტისას ამირ ფერეცმა პარტია „ავოდას“ კიდევ ერთ ლიდერთან, ხილიკ ბართან ერთად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია, თემაზე: „ისრაელის წინაშე არსებული გამოწვევები და მიღწევები“. მან 22 ოქტომბერს, ისრაელის 30-კაციან დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო, აგრეთვე, სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ „ისრაელის სახლის’ მიერ ორგანიზებულ ებრაული კულტურის ევროპული დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში..
„ისრაელის სახლის“ მეთოდიკამ მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. პრაღაში 24-25 ოქტომბერს ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ (EAI) ფორუმზე ალიანსს „ისრაელის სახლის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ იამით მოსკოვიჩმა ორგანიზაციის კონცეფცია და ბოლო 6 წლის საქმიანობა დეტალურად გააცნო. ფორუმს ევროპის ქვეყნების პარლამენტების ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. EAI-ის წევრთა შეფასებით, „ისრაელის სახლის“ ისრაელის ჰასბარას მეთოდიკა უნივერსალურია და ის უნდა გაიზიაროს პროისრაელურმა ორგანიზაციებმა და ევროპაში საზოგადოებრივი აზრი შექმნაში მონაწილე გაერთიანებებმა.
„ისრაელს სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, იმის მიუხედავად, რომ პირად, მერკანტილურ ინტერესებზე ორიენტირებულ ადამიანთა, მათ შორის ოფიციალურ სტატუსს ამოფარებულ პირთა ნაწილი ცდილობს ხელი შეუშალოს „ისრაელის სახლს“ სახელმწიფო მნიშვნელობის მიზნების განხორციელებაში, ორგანიზაციამ უკვე მიიღო მაღალი დონის ოფიციალური მხარდაჭერა, საერთაშორისო ასპარეზზე კი ჩამოყალიბდა როგორც მწყობრი პროისრაელური და მეგობარ ქვეყანასთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობებისთვის იმპულსის მიმცემი გაერთიანება. ამაზე მეტყველებს ისრაელის გავლენიანი პოლიტიკოსების, ცნობილი მოღვაწეებისა და მედიის პოზიცია „ისრაელის სახლის“ მიმართ. ამირ ფერეცის წერილი და „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ (EAI) პრაღის ფორუმიც ნათქვამის კიდევ ერთი დადასტურებაა.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12